ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ფეხბურთელებს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. კლუბის აღმასრულებელი დირექტორის პაპუნა მელაძის ინფორმაციით, ვირუსი სულ 12 ფეხბურთელს ქონდა, აქედან ორი უკვე გამოჯანმრთედა, სხვები იზოლაციაში არიან. კორონავირუსის გამო კლუბმა რამდენიმე თამაში გააუქმა.
” ხუთ ფეხბურთეს ქონდა და ორი უკვე განოჯანმრთელდა, ბოლო ტესტებით ვირუსი დაუდგინდა 7 ფეხბურთელს. ისინი იზოლაციაში არიან. ვირუსი მქონდა მეც და უკვე დავამარცხე. ინფიცირებული იყვნენ ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებიც. დისტანციურად ვმუშაობთ, გაგვიუქმდა ორი თამაში. ბათუმის გუნდი ჩამოსული იყო და მოუხდათ გაბრუნება”,-განაცხადა პაპუნა მელაძემ.
მისი თქმით, უცნობია, ინფიცირების წყარო, რადგან,სხვადასხვა ლოკაციაზე იყვენენ და არ იციან სად შეიძლება მომხდარიყო დაინფიცირება.