მე-7 ბაგა-ბაღის მიმდებარე გზის რეაბილიტაცია დასრულდა
თელავში, ალაზნის გამზირზე, მე-7 ბაგა-ბაღის მიმდებარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგო 200 მეტრის სიგრძის გზაზე, მოეწყო სანიაღვრე არხი.
სამუშაოები, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 89 399 ლარით დაფინანსდა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს ,,ბილტმორმა,, შეასრულა.