თელავის ცენტრალური საავადმყოფო კოვიდ კლინიკად გადაკეთდა
თელავის ცენტრალურმა საავადმყოფო დღეიდან კოვიდ კლინიკად დაიწყებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
,,დღეიდან, თელავის რაიონული საავადმყოფო ფუნქციონირებს როგორც კოვიდ კლინიკა. ასევე დღეიდან დაემატა ერთი კოვიდ სასტუმრო ” ჰოლიდეი ინნ” 100 ადგილით,”- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
ამ დროისთვის, კახეთში სამი კოვიდ კლინიკა ფუნქციონირებს, კერძოდ, თელავში, საგარეჯოსა და ლაგოდეხში.