ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობაშიც” არიან ადამიანები, რომელთაც რამდენიმე მილიონი აქვს დახარჯული არჩევნებზე და მათ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა
გარდა იმისა, რომ პარტიებს უკვე აქვთ განსხვავებული პოზიციები, მაგალითად , “ნაციონალური მოძრაობაშიც” არიან ადამიანები, რომელთგანაც თითოეულს რამდენიმე მილიონი აქვს დახარჯული ამ არჩევნებზე და მათ პირდაპირ ინტერესებშია პარლამენტში შემოსვლა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით არის რამდენიმე განსხვავებული ინტერესი, რომელიც ფულის ხარჯვასთან და რეალობის აღქმასთანაა დაკავშირებული და რაც საბოლოო ჯამში, მათ პარლამენტში შესვლისკენ უბიძგებს.
“ჩვენი მოლოდინია ყველა ოლქის მოგება. იმედია, ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას ყველა ოლქში მეორე ტურში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენი სურვილია მეორე ტურშიც შედგეს სრულად კონკურენტული არჩევნები. ვიცით, რომ უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის”- განაცხადა კობახიძემ.