მარნეულში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის სოლიდარობის აქციას მიმდინარეობს

მარნეულში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ყარაბაღის მხარდასაჭერად, მშვიდობიან აქციას მართავს.

ადგილობრივები მარნეულის ქუჩებში აზერბაიჯანის და საქართველოს დროშებით გადაადგილდებიან.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ – მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ამასთან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგების შესახებ შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები