“ქვეყანაში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და შემდგომი თანამშრომლობის წინაპირობა არის, რომ ყველა მხარემ, “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციამ პატივი სცეს იმ შედეგებს, რომელიც შედეგების დათვლით გამოვლინდა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა გამოწვევისთვის პასუხის გაცემა.
“დასათმობი არავის არაფერი აქვს, ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და შემდგომი თანამშრომლობის წინაპირობა არის, რომ ყველა მხარემ, “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციამ პატივი სცეს იმ შედეგებს, რომელიც შედეგების დათვლით გამოვლინდა. ჩვენ ვთქვით არჩევნებამდეც, რომ პატივს ვცემთ მოქალაქეების არჩევანს, ახლა კი დროა, ოპოზიციამაც ეს თქვას, ნებისმიერი შემდეგი თანამშრომლობის წინაპირობა არის ის, რომ პატივი სცეს ყველამ შედეგებს. ამის შემდეგ დავსხდეთ, ვისაუბროთ და მოვილაპარაკოთ, თუ როგორ ვუპასუხოთ ეკონომიკურ გამოწვევებს, სოციალურ საკითხებს და ა.შ.”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.