ზვიად შალამბერიძე: თუ კიდევ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, წერტილოვანი შეზღუდვები კვლავ გაგრძელდება
ქუთაისში დღეიდან შეზღუდვები ამოქმედდა. ქალაქში 22 საათის შემდეგ დილის 5 საათამდე გადაადგილება იკრძალება. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კოვიდ ინფიცირებულების სტატისტიკა კვლავ გაიზარდა შეზღუდვებიც გამკაცრდება.
“დღეიდან უკვე ამოქმედდა კომენდატის საათი, რომელიც გულისხმობს გადაადგილების შეზღუდვას 22 საათიდან დილის 5 საათამდე. გადაადგილება შეზღუდულია, როგორც ავტომანქანებით ისე ფეხით მოსიარულეთათვის. რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი ვინც მუშაობს სტრატეგიულ ობიექტზე მათ არანაირად არ შეექმნებათ გადაადგილების პრობლემა. მათვის გვექნება ცალკე დაშვება. მსგავსი გამოცდილება გვქონდა გაზაფხულზე და ამ ხრივ არანაირი შეფერხება ქუთაისში არ იქნება. ზრდადი სტარისტიკის გამო სახელმწიფო ახორციელებს ყველა იმ ნაბიჯს, რასაც ვაკეთებთ. იმ შემთხვევაში თუ კიდევ გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, წერტილოვანი შეზღუდვები კვლავ გაგრძელდება, თუმცა დღეის მდგომარეობით დამატებითი შეზღუდვები არ იგეგმება”,-განაცხადა შალამერიძემ.