ბათუმში სავარაუდოდ მოკლული ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. იგი სავარაუდოდ ორი დღის მკვდარია. გარდაცვლილი საკუთარ სახლში ნახეს. მას ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული ჭრილობა. ქალი 45 წლამდე ასაკისაა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
როგორც შს სამინისტროში ,,რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, საქმეზე გამიძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები