კორონავირუსით ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის #59-ე საოლქო საარჩევნო კომოსიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.
“24 საათის განმავლობაში, გარდაიცვალა ორი პაციენტი, 65 და 85 წლის მამაკაცები. პაციენტებს კორონავირუსთან ერთად თანმდევი დაავადებები ქონდათ. მათი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ. 65 წლის მამაკაცი 59-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო. მას ვირუსთან ერთად აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, მართვით თანმხლები დაავადებებიდან, ქრ. Bჰეპატიტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრ.უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტის მე-2 ტიპი. მდგომარეობა უკიდურესად მძიმე. მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომი, არასტაბილური ჰემოდინამიკის გამო იმყოფებოდა ინოტროპულ_ვაზოპრესულ მხარდაჭერაზე, სეპტიცემია სტაფილოკოკებით გამოწვეული აღენიშნებოდა ჰექტიური ცხელება, არასტაბილური წნევა და ოქსიგენაცია.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე , დაავადების მძიმე მიმდინარეიბის გამო,სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”,- განაცხადა მაღლაფერიძემ.
კლინიკაში Კორონავირუსით ინფიცირებული 72 პაციენტი გადის მკურნალობას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები