გიორგი კირთაძე: აჭარის პოლიციის უფროსი, კონსტანტინე ანანიაშვილი არის უიშვიათესი ადამიანი და მას უდიდეს პატივს ვცემ
მიუხედავად იმისა, რომ 10:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა ამოქმედდა, ბათუმში საპროტესტო აქცია კვლავ მიმდინარეობს. მშვიდობიანი აქცია სამართალდამცველებს არ დაუშლიათ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ჯარიმებს გაასაჩივრებენ და იმ ახალგაზრდების უფლებებსაც დაიცავენ ვინც თავიანთი სურვილით დარჩნენ აქციაზე.
“თქვენ კარგად იცით, რომ რამდენიმე საათის წინ გამოვაცხადეთ, ჩვენ ვრჩებით აქ მიუხედავად შეზღუდვისა. არჩევანის უფლება ჰქონდათ სხვა მონაწილეებსაც. რა თქმა უნდა, გავაპროტესტებთ ჯარიმებს. მინდა ვთქვა, რომ პატივს ვცემ პოლიციას, ჩვენ მშვიდობიან აქციას ვაგრძელებთ და ამაში ხელს არავინ გვიშლის. კონსტანტინე ანანიაშვილი არის უიშვიათესი ადამიანი და მას უდიდეს პატივს ვცემ. ჩვენ, ოპოზიციის წევრები როგორც ჩვენს ასევე აქ შეკრებილების უფლებებს დავიცავთ და პირადად მე მზად ვარ მხარში ამოვუდგე და არ მივატოვო ეს ახალგაზრდები, ვინც აქ ჩვენთან ერტად დარჩნენ”,-განაცხადა გიორგი კირთაძემ