ბათუმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პროტესტს 10 საათის შემდეგაც გააგრძელებენ
პანდემიის პრევენციის მიზნით გამკაცრებული შეზღუდვის მიუხედავად ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებს განაგრძობს. როგორც ბათუმში აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს საპროტესტო აქციას 10 საათის შემდეგაც გააგრძელებენ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრის მირდათ ქამადაძის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალურია და აქციაზე მყოფ ნებისმიერ პირს შეუძლია ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს.
“10 საათზე შემოღებული კომენდატის საათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არცერთს განუმარტავს მოსახლეობისთვის რატომ ხდება საშიში ახლა კორონავირუსი 10 საათის შემდეგ. პირადად მე არ ვემორჩილები ამ გადაწყვეტილებას და ვრჩები 10 საათის შემდეგ აქ. მაგრამ მინდა იცოდეთ ყველამ – ეს არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ვიბრძვით, რომ ყველა იყოს თავისუფალი და არავის აქვს უფლება ჩაერიოს ჩვენს გადაწყვეტილებაში. ბუნებრივია, არც მე მოვუწოდებ ვინმეს დარჩენისკენ ან სახლში წასვლისკენ. აქ ყოფნას აქვს დიდი მნიშვნელობა. ჯარიმა მაღალია, თუმცა უფრო ძვირია თავისუფლება. ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება”, – განაცხადა მირდათ ქამადაძემ.
საპროტესტო აქცია ბათუმში არჩევნებთან დაკავშირებით მეორე დღეა გრძელდება. თბილისის პარალელურად ბათუმშიც იკრიბებიან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები. აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშლილია რამდენიმე კარავი და დადგმულია კასრები. ადგილზე კობილიზებული არიან სამართალდამცველები.