ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ “ლელოს” სარჩელი არ დააკმაყოფილა

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში, პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” სარჩელი განიხილეს, რომელიც მათ ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის წინააღმდეგ შეიტანეს. ისინი ოლქის მიერ მათი გამოცემული განკარგულებების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

“დღეს გაიმართა სასამართლო სხდომა, რომელზეც მოსარჩელე პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ გახლდათ. დავის საგანს წარმოადგენდა N60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოცემული განკარგულებები საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ. სასამართლომ გაიზიარა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი არგუმენტები და არ დააკმაყოფილა “ლელო საქართველოსთვის” სარჩელი.
დავამატებ, რომ მსგავსი ტიპის საჩივრები კანონის სრული დაცვით შემოიტანა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც განიხილა საოლქო საარჩევნო კომისიამ სხდომაზე და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები”, – განაცხადა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბერდია ლომიძემ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი სარჩელი “ნაციონალუემრმა მოძრაობამაც” შეიტანა სასამართლოში, რომელიც გუშინ ოზურგეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები