ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩის მე-6 ჩიხში გზას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება. ნინოშვილის ქუჩის მე-6 ჩიხში, გზის კაპიტალური რეაბილიტაციის შემდეგ, ასფალტი დაიგო. მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილთან ერთად დაათვალიერა.
ნინოშვილის ქუჩის მე-6 ჩიხში გზის რეაბილიტაციას კომპანია „დაგი +“ ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 55 ათას ლარამდეა გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები