ონში აგრარული ბაზარი დროებით დაიკეტა
ონის მუნიციპალიტეტში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო აგრარულმა ბაზარმა დროებით მუშაობა შეაჩერა. როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, აგრარული ბაზრის დროებითი შეჩერება კოვიდინფიცირებულების და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვის ზრდამ გამოიწვია.
“ბაზრის მუშაობის შეჩერება, რა თქმა უნდა, დროებითი პრევენციაა, მუნიციპალიტეტის სოფლებს და მოსახლეობას მოძრავი მაღაზიები მოემსახურება”, – განაცხადეს მერიაში.