სოფელ ღოღეთში სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა სოფელ ღოღეთში, სკვერის მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა ,,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რაზეც გაიხარჯა 10 000 ლარი. სკვერში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, მოხდა გარე განათებისა და სკამების მონტაჟი, შემოიღობა მოთუთიებული მავთულბადით.
სამუშაოები შეასრულა შპს ,,თრიალეთი 2019“-მა.