იმერეთში ინფიცირების 782 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 782 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
118 კოვიდდადებითი პაციენტია მოთავსებული “ბომონდში”, ხოლო 80 ინფიცირებული პაციენტი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს.
“ბომონდის”კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს 25 ორსული და მელოგინე გადის. ორსულები და მელოგინეები ძირითადად იმერეთის რეგიონიდან არიან. თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“რაც შეეხება კოვიდცენტრში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას, დიდი ნაწილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გვყავს მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტები, რომელთაც უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 300-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავს. დღეს კი კლინიკას ათამდე გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს”,-ამბობს “ბომონდი”-ს კლინიკურმა მენეჯერმა მამია ყიფიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები