ირაკლი კობახიძე: შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფები – ვაფრთხილებთ მათ, თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს
მოვუწოდებთ კანონსაწინააღმდეგო შეკრების თითოეულ მონაწილეს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან. შსს-ს მოვუწოდებთ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა,
ამასთან, კობახიძის თქმით, ცესკო-ზე შტურმის მოთავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.
„შეგახსენებთ, რომ სწორედ ნიკანორ მელიამ მისცა ნიშანი „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერ ჯგუფებს გასული წლის 20 ივნისს, როდესაც მათ მიიტანეს შტურმი პარლამენტის შენობაზე. ამ საქმესთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი. ამჯერადაც, შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ პოლარიზაციას და აგრესიას იწვევს არა კრიმინალების ყოფნა ციხეში, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. საქართველოში ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები, ხოლო კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში. მოვუწოდებთ კანონსაწინააღმდეგო შეკრების თითოეულ მონაწილეს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან. შსს-ს მოვუწოდებთ, პროპორციული ძალის გამოყენებისკენ“, – განაცხადა კობახიძემ.