შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიციას ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებია.
როგორც საბანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დეზინფორმაციაა, თითქოს აქციაზე გაზი გამოიყენეს.
„სამწუხაროდ, ვრცელდება დეზინფორმაცია, ხაზი მინდა გავუსვა, რომ პოლიციას არ გამოუყენება გაზი“, – განაცხადა საბანაძემ.