“ფეხებზე გვკიდია კორონავირუსი, ცხადდება სრული დაუმორჩილებლობა”

ბათუმში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების აქციაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ჯელალ ქიქავამ განაცხადა, რომ ცხადდება საყოველთაო დაუმორჩილებლობა და პანდემიის მიუხედავად აქციები გაგრძელდება.

“ფეხებზე გვკიდია კორონავირუსი, ცხადდება სრული დაუმორჩილებლობა”, – აღნიშნა ქიქავამ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში საპროტესტო აქცია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები