ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციის სარჩელი საარჩევნო ოლქის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში საარჩევნო ბლოკის „მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ საჩივარი განიხილეს, რომელიც მათ ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის წინააღმდეგ შეიტანეს. ოპოზიცია მოითხოვდა, ოლქის მიერ მათი გამოცემული განკარგულებების ბათილად ცნობას, ისინი ასევე, რამდენიმე უბანზე ხმების გადათვლას ითხოვდნენ. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„მოსარჩელე გახლდათ საარჩევნო ბლოკი მოძრაობა „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“(წარმომადგენელი დავით მჟავანაძე). სარჩელში მოთხოვნილი იყო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოცემული განკარგულებების (სულ 18 განკარგულება) ბათილად ცნობა, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. აგრეთვე შემიძლია დავამატო ისიც, რომ აღნიშნულ უბნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიაში კანონის სრული დაცვით ჰქონდათ შემოტანილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, საჩივრები განხილულ იქნა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ და მიღებული იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები. აგრეთვე აღვნიშნავ იმ ფაქტსაც, რომ მოხდა 24.60.22 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივრის საფუძველზე, რამაც გამოავლინა ახსნა-განმარტების სისწორე, რომელიც თან ერთვის 24.60.22 უბნის შემაჯამებელ ოქმს“, – განაცხადა ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე, ბერდია ლომიძემ.