“ნაცმოძრაობის” ლიდერი აჭარაში რევოლუციას აანონსებს

აჭარაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი  ჯელალ ქიქავა აცხადებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ აჭარის მთავრობის აპარატს ბლოკირებას გაუკეთებს. ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ ეს იქნება “რევოლუცია ქართველი ამომრჩევლების ხმების დასაცავად”.
,,8 საათზე თუკი არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს მივიღე ერთპიროვნული გადაწყვეტილება ბლოკირებას გავუკეთებთ შენობას და უფლებას არ მივცემ მთავრობის თავმჯდომარეს მოახერხოს შენობაში შესვლა და იმ უმსგავსობის გაგრძელების საშუალება არ მიეცეს, რასაც აკეთებენ წლებია. ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ჯელალ ქიქავამ მე ყოველთვის ჩემი აზრი გამაჩნია. ეს იქნება რევოლუცია ქართველი ამომრჩევლების ხმების დასაცავად”,-აცხადებს ჯელალ ქიქავა.
შეგახსენებთ, დედაქალაქის პარალელურად ოპოზიციის ლიდერებმა და აქტივისტებმა საპროტესტო აქცია ბათუმშიც გამართეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები