ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.
კორონავირუსის პანდემიის და მზარდი კოვიდინფიცირების სტატისტიკის მიუხედავად აქციაზე არ არის დაცული სოციალური დისტანცია და მოქალაქეების ნაწილი პირბადის გარეშე ან მისი ტარების წესების დარღვევით იმყოფება.