ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას დაახლოებით 12 ათასი ადამიანის შეკრება აქვს დაგეგმილი, თუმცა, ჩვენი მონაცემებით, ბევრად ნაკლების მობილიზებას ახერხებენ – მათ გეგმებს, კოვიდის გავრცელების გარდა, აღსრულება არ უწერია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილი აქცია კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გარდა, სხვა რისკის შემცველი არ არის.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ოპოზიციას დაახლოებით 12 ათასი ადამიანის შეკრება აქვს დაგეგმილი, თუმცა, მათი მონაცემებით, ბევრად ნაკლების მობილიზებას ახერხებენ.

„რეალურად, არავითარი რისკის შემცველი ეს აქცია არ არის, გარდა ერთისა, ეს არის კოვიდის გავრცელება. მათ ბათუმიდან მოახერხეს ვირუსის ექსპორტირება, სამწუხაროდ, ახლა იგივეს აპირებენ თბილისში და სხვა რაიონებში, რაც ამ პოლიტიკური ძალის სახის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარ მოქალაქეებს, დაგეგმილი აქვთ დაახლოებით 12 ათასი ადამიანის შეკრება, თუმცა, ჩვენი მონაცემებით, ისინი ბევრად ნაკლების მობილიზებას ახერხებენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მათ გეგმებს, კოვიდის გავრცელების გარდა, აღსრულება არ უწერია“,-განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას პროტესტის შენარჩუნების რესურსი არ აქვს.

„მათ დღის და ღამის განმავლობაში აქვთ თითქმის 20 საათი იმისთვის, რომ გააპროტესტონ. მათ რეალურად არ აქვთ პროტესტის შენარჩუნების რესურსი და სხვა რამეებში მიზეზებს ნუ ეძებენ, ეს არის ჩემი მოწოდება“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები