ირაკლი კობახიძე: გამოვთქვამთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ შეკრების უფლების სათანადო რეალიზებასა და არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხისათვის სრულად ნათელის მოფენას

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს შეკრების უფლების სათანადო რეალიზებასა და არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხისთვის სრულად ნათელის მოფენას.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მნიშვნელოვანია აშშ-ისა და ევროკავშირის განცხადება, რომლებმაც ოპოზიციას მოუწოდეს, შეკრების თავისუფლებით მშვიანობიანი ფორმითა და კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით იმოქმედონ.

„პირველ რიგში, გვინდა გამოვეხმაუროთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის გუშინდელ ერთობლივ განცხადებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციას მოუწოდებენ, შეკრების თავისუფლებით მშვიანობიანი ფორმითა და კოვიდთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით იმოქმედონ. ასევე, მნიშვნელოვანია საელჩოების მოწოდება ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ, რათა მათ აიღონ პასუხისმგებლობა ქმედითი პარლამენტის ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე. ჩვენი მხრივ, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ხელი შევუწყოთ შეკრების უფლების სათანადო რეალიზებასა და არჩევნებთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხისთვის სრულად ნათელის მოფენას“,-განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც შეძლებს თავისი როლის შესრულებას გადაუდებელი პრობლემების გადაჭრაში. მათი განმარტებით, ყველა პოლიტიკურმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთი შედეგის უზრუნველსაყოფად.

აშშ-სა და ევროკავშირში მიაჩნით, რომ დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური სამართლებრივი პროცესი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები