კახეთის რეგიონში კოვიდ 19- ით 3 პირი გარდაიცვალა
კახეთის რეგიონში ბოლო 48 საათის განმავლობაში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ერთ-ერთი დაინფიცირებული 43 წლის კაცი მკურნალობას თბილისში გადიოდა, თუმცა თანხმლები დაავადებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ვირუსს ესმხვერპლა ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის
სოფელ ენისელში მცხოვრები 73 წლის პენსიონერიც, რომელიც თბილისში კოვიდკლინიკაში იყო მოთავსებული.
ასევე, კორონავირუსი და თანხმლები დაავადებები გახდა მიზეზი, რის გამოც თელავში მცხოვრები 75 წლის კაცი დღეს გარდაიცვალა.