საჩხერეში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსით საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებული ქალი კლინიკაში 3 ნოემბერს შეიყვანეს. კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, გარდაცვლილს პნევმონია და გულის პრობლემები აწუხებდა, მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკაში 90-მდე დადასტურებული და რამდენიმე საკვლევი პაციენტი ყავთ.