ონსა და ცაგერში კოვიდინფიცირების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა-ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელებმა განუცხადეს.
სპეციალისტების განცხადებით 8 ნოემბერს ონში 11, ცაგერის მუნიციპალიტეტში კი 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი დაინფიცირებულების ძირითადი ნაწილი წინა შემთხვევევის კონტაქტებია. კოვიდინფიცირებულების რიცხვის ზრდასთან ერთად თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობაც იზრდება და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ამ ეტაპისთვის მათი რიცხვი 300-მდეა.
ახალი შემთხვევების კონტაქტების ძიება ეპიდემიოლოგებმა და სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები