აჭარაში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭრაში კორონავირუსის 461 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 7 პაციენტი. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით რეგიონში განიკურნა 289 პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10 045 აღწევს. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მედიკოსების თქმით უმეტეს მათგანს კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდათ. კოვიდ-19-ით გარდაცვლილებს შორისაა 46 წლის კაცი, იგი მკურნალობას ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადიოდა. მედიკოსების თქმით, მისი დიაგნოზი კორონავირუსი, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. მოზრდილთა დისტრეს სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიებული, ასევე თირკმლის მწვავე უკმარისობა იყო.
აჭრაში კოვიდ კლინიკებში 100-ზე მეტი ადამიანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.