ქობულეთის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთის მერს მირიან ქათამაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მირიან ქათამაძემ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
“დღეს მაცნობეს, რომ ვარ კოვიდდადებითი. ამ ეტაპზე ვიმყოფები იზოლაციაში. გავდივარ მკურნალობას ბინაზე. მცირე პერიოდით განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა. მჯერა ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და აუცილებლად შევძლებთ ბევრი ძალიან კარგი საქმის გაკეთებას,” – წერს ქობულეთის მერი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები