67-ე საოლქო კომისიის შენობასთან ოპოზიციური პარტიები აქციას მართავენ

ზუგდიდის #67საოლქოსათან “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია” საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც ოპოზიციური სპექტრის ადგილობრივი ხელმძღვანელები აცხადებენ, ცესკომ მათ არჩევნებში ხმები “მოპარა”, რის დაცვასაც ისინი ამ ფორმით ცდილობენ.

მათივე განმარტებით, მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.

67-ე საოლქო კომისიის შენობასთან შეკრევილები მმართველი გუნდის შეთავაზებაზე, რომ ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადაინაცვლონ, უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიათან სამართალდამცველები არიან მობილიზებული და აქციის მონაწიელებს შენობასთან არ უშვებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები