ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის ერთ წევრს კოვიდ19 დაუდასტურდა. საოლქოს თანამშრომლების უმრავლესობა, თვითიზოლაციაში გადავიდა.

“ჩვენს თანამშრომელს დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი. მანამდე, 4 დღით ადრე, როდესაც თავი შეუძლოდ იგრძნო, გამეთავისუფლა, არ ესწრებოდა სხდომებს. კომისიის წევრები და ყველა დამხმარე პერსონალი დავითხოვე, სანამ ტესტს არ ჩაგვიტარებენ და სანამ ეპიდემიოლოგები არ გამოიკვლევენ კონტაქტებს. მხოლოდ მე, მოადგილე და კომისიის მდივანი ვაგრძელებთ მუშაობას, დანარჩენი ყველა დისტანციურად გვერთვება”, – განაცხადა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბერდია ლომიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები