კლინიკა “რუსთავის” თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
კლინიკა “რუსთავის” ორ თნამშრომელს, ექიმს და ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” კლინიკაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ჯამში სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირი გამოიკვლიეს.
“ბოლო 24 საათში კორონავირუსი ოთხ პაციენტს დაუდგინდა. ინფიცირებულია ექიმი და ექთანი. ასევე კლინიკის კიდევ ერთ თანამშრომელი და 51 წლამდე მამაკაცი, რომელიც ცხელების ცენტრში თვითდინებით შემოვიდა”, – თქვეს კლინიკა “რუსთავში”.
რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 109 შემთხვევა გამოვლინდა.