თარაშ კანდელაკის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა
გორის რაიონულ სასამართლოში თარაშ კანდელაკის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო სხდომები გრძელდება. დღეს სასამართლოში გამოძახებული იყო ბრალდების 3 მოწმე.
სასამართლომ ის პოლიციელები და ექსპერტკრიმინალისტები გამოკითხა, რომლებმაც შემთხვევის ადგილი შეისწავლეს, დაასურათეს და მონაწილეობა მიიღეს ჩხრეკის ღონისძიებაში.
შეგახსენებთ, თარაშ კანდელაკს სახელმწიფო ბრალდება ერეკლე თედიაშვილის მიმართ წინასწარი განზრახვით ჩადენილ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას ედავება.