ხმაური ხოფის ბაზრში – ბათუმში “ლელოსა” და “ნაცმოძრაობის” აქტივისტებს ბაზრის მოვაჭრეები დაუპირისპირდნენ

ბათუმში, ხოფის ბაზარში მოვაჭრეები “ლელოსა” და “ნაცმოძრაობის” აქტივისტებს დაუპირსპირდნენ. სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე სიტუაცია სამართალდამცველებმა დაარეგულირეს.
ხოფის ბაზარში მოვაჭრეების გაღიზიანება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გამოჩენას მოყვა. როგორც თვითმხილველებმა “რეგიონულ კვირას”  უთხრეს, აქტივისტები ბაზრის ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს ხვალ, 8 ნოემბერს დაანონსებულ აქციაზე წასვლისკენ მოუწოდებდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები