კახეთში კოვიდ 19-ის 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
კახეთის რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, რეგიონში ჯამში, კორონავირუსით 906 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
“დღეს 64 ახალი შემთხვევაა დარეგისტრირებული, აქედან: თელავში -30, ახმეტაში -1, საგარეჯოში -0, ლაგოდეხში -2, სიღნაღში -3, გურჯაანში -16, დედოფლისწყაროში- 6 და ყვარელში -6 შემთხვევა.
აქტიური მკურნალობის რეჟიმში რეგიონში იმყოფება 670 ინფიცირებული, მათგან 54 მკურნალობს კოვიდკლინიკაში, 610 პირი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, 6 იმყოფება კარანტინში, 233 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში დღემდე 3 პაციენტი გარდაიცვალა”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთის რეგიონში დღემდე 34 628 “PCR ტესტირებაა” ჩატარებული.
ამასთან, მთავრობის ახალი განკარგულების შესაბამისად, რეგიონში, PCR ტესტირების ანტიგენზე სწრაფი მარტივი ტესტებით ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს.