სამეგრელო-ზემო სვანეთში „კოვიდ19“-ის 138 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 108 პირი კი გამოჯანმრთელდა
რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 477 ნიმუშიდან 138-ზე პასუხი დადებითია, – ამის შესახებ ინფორმაციას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“კორონავირუსის 93 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 12 – მესტიაში, 10 – ჩხოროწყუში, 8 შემთხვევა არის სენაკში, 7 შემთხვევა დადასტურდა ფოთში. 4- წალენჯიხაში, 1 შემთხვევაა ხობში და ერთიც აბაშაში.
ასევე გვყავს უცხო ქვეყნის ორი ინფიცირებული მოქალაქე, რომელთა ნიმუშებიც გაიტესტა ზუგდიდში ინფექციურ საავადმყოფოში.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 161 კოვიდ პაციენტი, აქედან 49-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 1 მძიმე”, – განაცხადეს სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 108 პირი.
სამეგრელო-ზემო სვანთში სულ საკარანტინე სივრცეში 140 ადამიანი იმყოფება.