438 ახალი შემთხვევა, 4 გარდაცვალება – კოვიდსტატისტიკა იმერეთში

იმერეთში კორონავირუსის 438 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 4 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ქუთაისს უკავშირდება.

გარდაცვლილთა შორის 2 ქუთაისელია. ისინი ჩხობაძის სახელობის კლინიკაში მკურნალობდნენ. მათ კორონავირუსთან ერთად გულ-სისხლძართვთა ქრონიკული დაავადება ჰქონდათ, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
იმერეთში, თვითიზოლაციაში 4 380 პირი იმყოფება, კოვიდ კლინიკებში 500-მდე პაციენტი გადის მკურნალობას.

ამ დროისათვის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 345 პირია.

საქართველოში კორონავირუსით ჯამში 441 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები