აჭარაში კოვიდინფიცირების 503 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა – 6

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 503 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 6 პაციენტი. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილებს კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდათ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა  278 პირი.

ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას 5000 პაციენტი გადის. როგორც მედიკოსებმა ,,რეგიონულ კვირას” განუცხადეს მათგან 100-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები