“კირკიტას ქონების გუდა” – რუსთავში დავით კირკიტაძის ოფისთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

რუსთავში, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატის დავით კირკიტაძის ოფისთან სამოქალაქო სექტორის აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

გივი შანიძის განცხადებით, არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს მხარი რუსთავის მესამედმაც კი არ დაუჭირა.

საქმე რამდენიმე დღის წინ დავით კირკიტაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, თითქოს სწორედ ის ბიულეტინები გაბათილდა, რომელიც მის ამომრჩეველს ეკუთვნოდა. გივი შანიძის თქმით, ეს ინფორმაცია სიცრუეა.

“რუსთაველმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და ზოგადად, აქ შეკრებილმა საზოგადოებამ, ძალიან კარგად ვიცით, რომ საარჩევნო უბნებზე რუსთაველების მესამედმაც კი არ დაუჭირა დავით კირკიტაძეს მხარი, მაგრამ მას პარტიული სიით აქვს შესაძლებლობა, რომ შევიდეს პარლამენტში. მიუხედავად, წინასაარჩევნო პერიოდში დაპირებული ტყუილებისა და იმ დემაგოგიისა და იმისა, რომ წარსულში რუსთაველების მიტაცებით გამდიდრდა ბატონი დავითი, ჩვენ ამ ყველაფერს ვპატიობთ იმ შემთხვევაში, თუ პარლამემტში შევა და რუსთაველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს გარემოსდაცვითი კანონპროექტის გამკაცრებას დაუჭერს მხარს, რაც მისი წინასაარჩევნო დანაპირებიც არის.
რამდენიმე დღის წინ, ბატონმა დავითმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია რომ თითქოს რუსთავში გაბათილებული მაჟორიტარული ბოულეტინების უმრავლესობაზე მისთვის სასიკეთოდ ჰქონდათ ხმა მიცემული, რაც არის ტყუილი. ჩვენ აქ შეკრებილი დამკვირვებლები და კომისიის წევრები ერთხმად ვაღიარებთ, რომ გაბათილებული უმრავლესობა სადავოდაც კი არ გაუხდიათ “ნაციოანალური მოძრაობის“ წევრებს თვითონ საარჩევნო უბანზე, შესაბამისად, ეს არის წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, თუ რატომ არ უნდა დაეთანხმონ არევნების შედეგებს”, – განაცხადა გივი შანიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები