გორის მერიამ გრანტის მქონე ახალგაზრდები დააჯილდოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 100%-ანი სახელმწიფო გრანტის მქონე ახალგაზრდები 500 ლარით დააჯილდოვა.
ვაუჩერები ახალგაზრდებს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა გადასცეს.
100%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტების წახალისება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივაა, რომელიც ყოველ წელს მერიის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამიდან ხორციელდება. პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტით ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის (საგრანტო ქულის – 100 % ) მქონე აბიტურიენტები ერთჯერადი ფულადი თანხით ფინანსდებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები