მარტვილში აგრო-ბაზრის მშენებლობა მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახევ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონი, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.
აგრო-ბაზრის მოწყობისთვის 118 459 ლარი გამოიყო. პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს ი.მ სოსო გოგია ასრულებს.
პროექტი გარე მოვაჭრეებთან კონსულტაციით და მათი ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება.