ცაგერში რამდენიმე სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

„ცაგერის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა,გადაწყვეტილება ამის თაობაზე განათლების სამინისტრომ და ადგილობრივმა რესურსცენტრის ხელმძღვანელობამ ერთობლივად მივიღეთ“,-ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ცაგერის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი სილაგაძემ განუცხადა.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ზოგიერთ საჯარო სკოლაში დაინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, სიფრთხილის და დაავადების გავრცელების შეჩერების მიზნით დღის წესრიგში დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის საკითხი დადგა.-„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოფლების ალპანის, დეხვირის, ღვირიშის, ოყურეშის, ბარდნალისა და აღვის საჯარო სკოლებში ნოემბრის ბოლომდე სწავლის პროცესი დისტანციურად გაგრძელდება, რაც შეეხება ცაგერის საჯარო სკოლას- დისტანციურად 12 ნოემბრამდე მხოლოდ მეორე კლასი ისწავლის, რადგან პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება“,-განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში სულ 26 საჯარო სკოლაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები