მალხაზ ჯალაღონიას კორონავირუსი დაუდასტურდა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მალხაზ ჯალაღონიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“, ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ანი წითლიძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატი რამოდენიმე დღეა თვითიოლაციაში იმყოფებოდა.
„კორონავირუსი ჩვენს მაჟორიტარობის კანდიდატს დაუდასტურდა, იგი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მას არანაირი შეხება არ ჰქონია ჩვენთან და არც აქციებთან“, – განაცხადა წითლიძემ.
სამეგრელოში დღეს “კოვიდ19”-ის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.