პროექტის ,,შენი იდეა ბათუმს“ გამარჯვებული იდეები გამოცხადდა
ბათუმის მერიაში მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც პროექტის – „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში 2021 წლის გამარჯვებული იდეები გამოცხადდა. 2021 წლის ბიუჯეტით დაფინანსდება შემდეგი იდეები: ქუჩის ხელოვნების მოძრაობა ბაფიტი, ბათუმი-ველოქალაქი, მობილური კინოთეატრი, ქუჩის კალათბურთის მოედანი, ფერადი ეზოები ბავშვებს, ბათუმის ინკლუზიური თეატრალური დასი, ბათუმის ღია თეატრალური ფესტივალი. ასევე ორგანული ნარჩენების კომპოსტირება.
პროექტს ახორციელებს ბათუმის მერია. მხარდამჭერები არიან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.