ცაგერში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 9-ით გაიზარდა
„ცაგერის მუნიციპალიტეტში კოვიდინფექციით დაავადებული ადამიანების რიცხვი 9-ით გაიზარდა, აქედან გამომდინარე იზრდება თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობაც“,-ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სპეციალისტების განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, დაინფიცირებულების რიცხვი მზარდია და აუცილებელია მოსახლეობამ პირპადე ატაროს და ყველა წესი დაიცვას.
6 ნოემბრის მონაცემებით, ცაგერის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 250 ადამიანი იმყოფება.