ქუთაისში 54 წლის პედაგოგი კორონავირუსით გარდაიცვალა
54 წლის პედაგოგი კორონავირუსით ქუთაისში კლინიკა “უნიქალმედიში” გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორის შოთა მარუაშვილის ინფორმაციით, პაციენტი მათთან რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.
მისივე ინფორმაციით, პაციენტს მწვავე პნევმონია ქონდა.
კლინიკის დირექტორი არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს პაციენტი რეანიმაციაში ვერ მოათავსეს. როგორც ის განმარტავს, ვიდრე პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდებოდა, მას ჩვეულებრივ განყოფილებაში მკურნალობდნენ, დადებითი პასუხის შემდეგ კი კოვიდცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
დირექტორის განცხადებით, ქალის გადარჩენა ფილტვების მწვავე უკმარისობის გამო ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება მის მეუღლეს, ის კოვიდინფექციაზე კლინიკა “ბომონდში” შეამოწმეს, უარყოფითი პასუხის გამო კი კლინიკიდან გაუშვეს. “ბომონდში” პასუხისმგებლობას არ იღებენ და აცხადებენ, რომ პაციენტი არ იყო კოვიდინფიცირებული. შეგახსენებთ, კორონავირუსის შედეგად 54 წლის პედაგოგი და მისი მეუღლე გარდაიცვალნენ.