სიღნაღში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრქლდებით ერთი პირი დააკავეს.სამართალდამცველებმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში 1985 წელს დაბადებული ა.კ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, 6 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.