თელავის მუნიციპალიტეტში სატვირთო ავტომობილი გალავანს შეეჯახა

თელავის მუნიციპალიტეტის
სოფელ აკურაში სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გალავანს შეეჯახა, რის შედეგადაც ცენტრალური გაზის მილი დაზიანდა. ადგილზე, პრობლემის მოსაგვარებლად “თელავგაზის” თანამშრომლები მუშაობენ.

შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა პარალიზებულია.

ადგილზე პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო ბრიგადებია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები