რუსთავის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 25 ნოემბრამდე შეჩერდა

რუსთავის საბავშვო ბაღებში 9 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი შეწყდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის ბაღების გაერიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, რუსთავში არის რამდენიმე ბაღი, სადაც ბავშვები საერთოდ არ დადიან.

” რუსთავის ბაღები ორშაბათიდან დაიკეტება, მიზეზი ბავშვების სიმცირეა, ძალიან ცოტა ბავშვი დადის მშობლებს ეშინიათ ამიტომ არ მოყავთ ბავშვები, პრევენციის სახე აქვს ალბათ ბავშვების არ სიარულს. ამიტომ გადავწყვიტეთ ორი კვირით შეგვეჩერებინა სასწავლო პროცესი”, – გვითხრა ეკა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები