ზუგდიდში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
2013-2020 წლებში გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობამ ჯამურად 21402 შეადგინა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამჟამად სამუშაოები 6 სოფლის (შამადელა, ოდიში/საჭურღულიოს უბანი, ჯიხაშკარი, ყულიშკარი, ალერტკარში, ჭკადუაში) ტერიტორიაზე მიმდინარეობს, ხოლო აბონენტების სავარაუდო რაოდენობა 2361-ს შეადგენს.
2022-2024 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 4 დასახლებული პუნქტი დაემატება, 1277 აბონენტი, ღირებულება 4,134 მილიონი ლარს შეადგენს.